ე.წ. აფხაზეთის საგარეო უწყებამ რესპუბლიკის საქართველოს შემადგენლობაში ყოფნა გამორიცხა

ე.წ. აფხაზეთის საგარეო უწყებამ რესპუბლიკის საქართველოს შემადგენლობაში ყოფნა გამორიცხა

sagareo-afxazetiდე-ფაქტო აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ ჩიკირბამ აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობაში ნებისმიერი ფორმით ყოფნა გამორიცხა. “ასეთი დამანგრეველი ომის შემდეგ ჩვენ ერთი სახელმწიფოს ჩარჩოში ვერასდროს ვიცხოვრებთ ვერც ფედერაციის, ვერც კონფედერაციის ან ნებისმიერი სხვა ფორმით” – თქვა ჩიკირბამ.
ამასთანავე, მან განაცხადა, რომ თუკი საქართველო აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებს და ორ სახელმწიფოს შორის თანაბარუფლებიანი ურთიერთობები გაიმართება, ეს მთელი კავკასიის რეგიონისთვის მომგებიანი იქნება. თუმცაღა, ამას, ჩიკირბას თქმით “პოლიტიკური სიბრძნის უმაღლესი ხარისხი და ნება სჭირდება”.

banner
წინა სტატიაშიჭიათურის მაღაროებმა მუშაობა დროებით შეაჩერა- 3 700-მდე მუშა სამსახურის გარეშე დარჩა
შემდეგი სტატიაპესკოვმა პუტინის უარი დაადასტურა