ჩერნობილის ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა

დღეს, 26 აპრილს ჩერნობილის ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა. ჩარნობილის აფეთქება მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კატასტროფა იყო, რამაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. რადიაქტიური ნივთიერებების გავრცელებამ კი არაერთი ონკოლოგიური, სხივური და მემკვიდრეობითი დაავადებები გამოიწვია.

ამ თარიღთან დაკავშირებით უკრაინაში დღეს მემორიალური ღონისძიებებია დაგეგმილი, რომლებშიც უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის პრეზიდენტი, ვლადიმირ ზელენსკი მიიღებს მონაწილეობას.

ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურში 1986 წლის 26 აპრილს მეოთხე ენერგობლოკზე აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც შენობა მთლიანად დაინგრა, რადიოაქტიური ნივთიერებები კი გარემოში გავრცელდა. ეს მსოფლიოში ყველაზე მძიმე ბირთვული ავარია იყო. რადიოაქტიური ნივთიერება არა მხოლოდ უკრაინის მასშტაბით, არამედ რუსეთში, ბელარუსში, ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ს ნაწილშიც გავრცელდა. კატასტროფა ათასობით ადამიანის სიკვდილის მიზეზი გახდა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 521 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
შემდეგი სტატიაშსს-მ რეგულაციების დარღვევის 1 116 ფაქტი გამოავლინა