“ჩემს დასახვედრად აეროპორტში საქართველოს პრეზიდენტი და პატივცემული პატრიარქი მივიდნენ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ნიშანია”

რომის პაპმა ფრანცისკემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს საქართველოში მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.

ამის შესახებ პონტიფიკოსმა ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე მრევლის წინაშე გამოსვლისას განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა La Stampa ავრცელევს.

ქადაგებისას კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლმა საქართველოსა და აზერბაიჯანში ვიზიტის შესახებ ისაუბრა.

“ის, რომ ჩემს დასახვედრად აეროპორტში პრეზიდენტი, ასევე პატივცემული პატრიარქი ილია მეორე მივიდნენ, არის ძალიან მნიშვნელოვანი ნიშანი. როგორც ფრანცისკე პირველმა აღნიშნა, ილია მეორის სიტყვებმა გული და სული გამითბო”, – აღნიშნა რომის პაპმა ქადაგებისას.

banner
წინა სტატიაშიFacebook-მა იარაღის, ნარკოტიკის გაყიდვისა და სექს მომსახურების შესახებ განცხადების გამო ბოდიში მოიხადა
შემდეგი სტატიაNGO-ები: ასეთი შემთხვევები ხელს საქართველოს მტერ რუსეთს აძლევს