Facebook-მა იარაღის, ნარკოტიკის გაყიდვისა და სექს მომსახურების შესახებ განცხადების გამო ბოდიში მოიხადა

7-1Facebook-მა იარაღის, ნარკოტიკის გაყიდვისა და სექს მომსახურების შესახებ განცხადების გამო ბოდიში მოიხადა, რომელიც ახალ სავაჭრო პლატფორმა Marketplace-ზე დაიდო.
Facebook-ის პროდუქტების მართვის დირექტორმა მერი კუმ განაცხადა, რომ კომპანიას ტექნიკური პრობლემები შეექმნა, რომელიც არაკორექტურლი განცხადებების გამოვლენას ემსახურება. “შედეგად, რამდენიმე პოსტი, რომელიც ჩვენს პოლიტიკას ეწინააღმდეგება,Marketplace-ზე მოხვდა. ჩვენ პრობლემის გადაწყვეტაზე ვმუშაობთ” – განაცხადა მერი კუმ.

პლატფორმა Marketplace-ი მუშაობს აშშ-ში, ავსტრალიაში და ახალ ზელანდიაში.
რამდენიმე ხნით ადრე მედიამ “ფეისბუქი” დაადანაშაულა იმაში, რომ ისინი იარაღით და ნარკოტიკებით ვაჭრობას ეწევიან.

banner
წინა სტატიაშიWashington Post-მა შეიტყო, რომ აშშ სირიის არმიაზე თავდასხმისთვის ემზადება
შემდეგი სტატია“ჩემს დასახვედრად აეროპორტში საქართველოს პრეზიდენტი და პატივცემული პატრიარქი მივიდნენ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ნიშანია”