ანი მიროტაძე : ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების გაერთიანებასთან დაკავშირებით კონსულტაციების პირველი შედეგები გაზაფხულზე იქნება

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების გაერთიანებასთან დაკავშირებით კონსულტაციების პირველი შედეგები გაზაფხულზე იქნება, – ამის შესახებ „ეროვნული ფორუმის“ წევრებმა ანი მიროტაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, სწორედ ამ პერიოდში უნდა ველოდოთ შედეგს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი იქნება ეს გაერთიანება.
”ამ პროცესს სჭირდება დრო. ჩვენ ვართ პროცესში. მთელი პოლიტიური სპექტრი პარლამენტს მიღმაა დარჩენილი, რადგან პოლიტიკოსები პარლამენტში არ არიან. ისინი მსჯელობენ, თუ როგორი უნდა იყოს ეს გაერთიანება. ეს არ უნდა იყოს კოალიცია. კოალიციების არსებობის დროს არსებული პრობლემების დიდი გამოცდილება გვაქვს. უნდა მოხდეს ძალების კონსოლიდაცია და უნდა მოხდეს პოლიტიკურ ძალებს შორის ევროპული ტიპის პოლიტიკური გაერთიანება, რომელსაც ექნება თავისი კონკრეტული ხედვა, თუ როგორი უნდა იყოს ქვეყნის მართვა და ასევე როგორ უნდა შეიცვალოს ეს მახინჯი სისტემა”, – განაცხადა ანი მიროტაძემ.

banner
წინა სტატიაშიჩემი ფუნქცია,რაც შეიძლება მეტი ნატო იყოს საქართველოში და მეტი საქართველო იყოს ნატო-ში- კაპანაძე
შემდეგი სტატიავაზიანში, გენერალური შტაბის უფროსის უფლებამოსილების გადაბარების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა