ჩემი 5 შვილი რატომ უნდა დარჩეს უმამოდ?!

კლუბ „ბასიანის“ დაცვის უფროსი ზვიად მესხი 13 იანვარს კლუბთან მომხდარს იხსენებს და აცხადებს, რომ კლუბში შესვლა ორ ნასვამ პირს უნდოდა თუმცა, მათ ფეის კონტროლის მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილეს:
“ინციდენტი დაიწყო იქიდან, რომ კლუბში შესვლა უნდოდა ორ ნასვამ პიროვნებას, რომელმაც არ დააკმაყოფილა ფეის კონტროლი და შესაბამისად კლუბში ვერ მოხვდებოდა, რის გამოც გამოიწვია აგრესია დაცვის თანამშრომლების და ფეის კონტროლის მიმართ. რამდენჯერმე მოწოდების გამო, რომ არ ყოფილიყვნენ აგრესიულები, არ მოეყენებინათ ჩვენთვის შეურაცხყოფა, გინება და ა.შ. მაინც არ გაჩერდნენ, ჩვენ ტერიტორია დავატოვებინეთ და გავიყვანეთ ტერიტორიის გარეთ.
მე ვერ ვხედავ ამ პიროვნებას საიდან მოდის ჩემსკენ, ხედავს ბატონი თამაზი და უშლის ხელს იმას, რომ პირდაპირ ტვინში არ ჩამარტყას დანა იმის გამო, რომ კლუბში ვერ შედის და ვერ ერთობა… ჩემი 5 შვილი რატომ უნდა დარჩეს უმამოდ, რის გულისთვის, რამდენი რამ უნდა დაიმალოს ამ სახელმწიფოში,“ აცხადებს ზვიად მესხი.
მისივე თქმით, მეორე დაჭრილის მდგომარეობა გაცილებით მძიმე იყო.
“გულთან აცდენილია თითქმის, ცოტა აქეთ, ყოფილიყო გულში მოხვდებოდა ალბათ, მძიმე იყო მდგომარეობა 24 წლის ბიჭის, არტერიები გადაჭრილი და ა.შ. თავისუფლად შეიძლებოდა, რომ ხელებში ჩაგვკვდომოდა, მეც თავისუფლად შეიძლებოდა, რომ მოვმკვდარიყავი,“ განაცხადა მესხმა.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილმა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში ხმის ნიმუშების წარდგენაზე უარი თქვა
შემდეგი სტატიაიუსტიციის მინისტრი მოქალაქეობის საქმეთა კომისიის საკითხს ეხმაურება