მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში ხმის ნიმუშების წარდგენაზე უარი თქვა

მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მთავარ სამმართველოში დაკითხვაზე ხმის ნიმუშების წარდგენაზე უარი განაცხადა.ამის შესახებ უკრაინულ გამოცემა „უკრაინსკაია პრავდასთან“ „ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერის ერთ-ერთმა ადვოკატმა რუსლან ჩერნოლუცკიმ განუცხადა.
ადვოკატის თქმით, მიხეილ სააკაშვილის დაკითხვა დაახლოებით ორი საათის განმავლობაში გრძელდებოდა.

„დღეს ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება ექსპერტიზის ფარგლებში ხმის ნიმუშების აღებასთან დაკავშირებით. ჩვენ ჩვენი უარი და განმარტებები წარვადგინეთ“, – განაცხადა ჩერნოლუცკიმ.

ადვოკატის თქმით, მიხეილ სააკაშვილს არ სურს ხმის ნიმუშების წარდგენა, რადგან უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სამეცნიერო-კვლევითმა ინსტიტუტმა ექსპერტიზა უკვე დაასრულა.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში მიხეილ სააკაშვილი დანაშაულებრივი ორგანიზაციების მონაწილეების ხელშეწყობის მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში დაკითხეს.

შეგახსენებთ, 29 დეკემბერს უკრაინის გენერალური პროკურორის პრესმდივანმა ლარისა სარგანმა განაცხადა, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ექსპერტიზა ადასტურებს სააკაშვილსა და კურჩენკოს შორის სატელეფონო საუბრების ხმების ავთენტურობას.

მიხეილ სააკაშვილის დაცვის მხარის მტკიცებით, აუდიოჩანაწერების ექსპერტიზის შედეგები ყალბია.

banner
წინა სტატიაშიჯაბა ჯიშკარიანი “ნაციონალურ მოძრაობას”- თქვენ ხართ წარსულში ჩარჩენილები
შემდეგი სტატიაჩემი 5 შვილი რატომ უნდა დარჩეს უმამოდ?!