“ჩემ შვილს ეს სახელი რატომ უნდა მისცე”- გარდაცვლილი ოპერატორის დედა ამბობს, რომ მისი შვილის სახელის წაბილწვას ცდილობენ

​​TV პირველის გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას დედა ამბობს, რომ პროკურატურა თავისი ვერსიებით გარდაცვლილის სახელის წაბილწვას ცდილობს. ლაშქარავას დედა ამბობს, რომ ის ნარკოტიკების ზედოზირებით არ გარდაცვლილა.

​”ცდილობენ, როგორმე ლექსოს სახელი წაბილწონ. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, თაიასთვის? რატომ? ასე ცაში აყვანილი, ყველა გიჟდებოდა და რას, რომ მის შვილს…

ჩემთვის ნარკომანზე უფრო საზიზღრობა არ არსებობს, ჩემ შვილს ეს სახელი რატომ უნდა მისცე. ნარკომანი? ეს სახელი? ჩემ შვილს რატომ?”, – თქვა ლექსო ლაშქარავას დედამ.

banner
წინა სტატიაშიელისაშვილი – „ლელო“ არასერიოზულ რაღაცებს რატომ აკეთებს, ვერ ვხვდები
შემდეგი სტატიასერბეთი ჩინური “სინოფარმის” წარმოებას დაიწყებს