სერბეთი ჩინური “სინოფარმის” წარმოებას დაიწყებს

სერბეთის პრემიერ-მინისტრმა ანა ბრნაბიჩმა ჩინეთთან თანამშრომლობას მოაწერა ხელი – ქვეყანა კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა “სინოფარმის” წარმოებას დაიწყებს.

“ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დღეა სერბეთისთვის და მთელი რეგიონისთვის, რადგანაც ჩვენ გვექნება ვაქცინა აქ, ახლოს, ის უფრო ხელმისაწვდომი იქნება და ჩვენ მარტივად შეგვეძლება პანდემიასთან ბრძოლა, რომელიც სერბეთში, ევროპასა და მსოფლიოში გრძელდება” – ბრნაბიჩმა თქვა.
პრემიერმა აღნიშნა, რომ პანდემიისას ჩინეთი სერბეთს ორი ლაბორატორიის მშენებლობაში დაეხმარა.

სერბეთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც ევროპაში რუსული “სპუტნიკ V”-ს წარმოება დაიწყო.

banner
წინა სტატიაში“ჩემ შვილს ეს სახელი რატომ უნდა მისცე”- გარდაცვლილი ოპერატორის დედა ამბობს, რომ მისი შვილის სახელის წაბილწვას ცდილობენ
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრი ბულგარეთის ელჩს შეხვდა