ელისაშვილი – „ლელო“ არასერიოზულ რაღაცებს რატომ აკეთებს, ვერ ვხვდები

უმჯობესი იქნებოდა, ოპოზიცია დარჩენილიყო საპარლამენტო მუშაობის პროცესში, ბოიკოტი არ გამოეცხადებინა. ეს პარლამენტიდან გასვლას არ ნიშნავს, მაგრამ ამბობენ, რომ მუშაობაში ძირითადად არ ჩავერთვებითო. მათი გადასაწყვეტია, რაც უნდათ ის გააკეთონ, მაგრამ ეს სწორად არ მიმაჩნია, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, „მოქალაქეები“ საპარლამენტო ცხოვრებაში სრულფასოვნად მონაწილეობს იმისთვის, რომ ის პასუხები მიიღონ, რაც ხალხს აინტერესებს.

„აქ მოსვლა მოუწევთ ღარიბაშვილ-გომელაურს და კითხვები ოპოზიციამ არ უნდა დასვას? ყველა ნორმალურ ადამიანს აინტერესებს, ზუსტად გომელაურისა და ღარიბაშვილის პასუხები, რაც ხდება ქვეყანაში. ყოველ დღე ბოიკოტს რომ აცხადებ, გადიხარ-შემოდიხარ, არასერიოზული მგონია. საპარლამენტო ცხოვრებაში სრულფასოვნად ვმონაწილეობთ იმისთვის, რომ ის პასუხები მივიღოთ, რაც ხალხს აინტერესებს. ბოლო დროს, „ლელო“ არასერიოზულ რაღაცებს რატომ აკეთებს, ვერ ვხვდები. არასერიოზულიც აღარ არის, სასაცილოა. როცა იცი, რომ უმრავლესობის ხმების გარეშე ამ პროცესს ვერ დაასრულებ, დაწყებას რა აზრი აქვს? რითი მთავრდება, არაფრით? ასეთ კითხვებს რომ ვსვამდით და პასუხებს ვერ ვიღებდით, ამიტომ გაიყო ჩვენი გზები, რადგან რაღაც უნდოდათ, მაგრამ რა უნდოდათ და ამისთვის როგორ უნდა მიეღოთ, არ იცოდნენ. უნდობლობაც იგივე ისტორიაა, ოღონდ, პატარა მასშტაბის. დათვალონ მაინც, მარტივი მათემატიკაა, ამისთვის ხმები ოპოზიციას არ გვყოფნის, მაგრამ შეიძლება „ლელოს“ თავისი თავი მთავრობაში ჰგონია“, – განაცხადა ელისაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგამყრელიძე: პირბადე აუცილებელია დახურულ შენობაში და ასევე ღია სივრცეში
შემდეგი სტატია“ჩემ შვილს ეს სახელი რატომ უნდა მისცე”- გარდაცვლილი ოპერატორის დედა ამბობს, რომ მისი შვილის სახელის წაბილწვას ცდილობენ