ჩეხი ექსპერტები: ზელენსკის შესახებ სტატია რუსულ პროპაგანდას ემსახურებოდა

“ჩეხეთის რადიო პლუსზე” გამოქვეყნებული სტატია, რომლის სათაური იყო “ებრაელი უკრაინელი ფაშისტების მეთაურად” ბევრ ფაქტობრივ შეცდომას შეიცავდა და რუსულ პროპაგანდას ემსახურებოდა – ამის შესახებ ნათქვამია ჩეხი აქტივისტების, ექსპერტებისა და ჟურნალისტების მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომელიც “ფეისბუქზე” გამქვეყნდა – ურკაინული მედია წერს.
ჟურნალისტ იან ფინგერლანდის სტატიის სათაური რედაქციამ მოგვიანებით შეცვალა, მაგრამ შინაარსი დატოვა. “სამწუხაროდ, იან ფინგერლანდის ტექსტი არსობრივად არასწორია და საერთოდაც არაკორექტულია. თავიდანვე გვინდა ხაზი გავუსვათ იმას, რომ ჩვენთვის ავტორის ჩანაფიქრი გასაგებია. ის არც ახალი იყო, არც ორიგინალური და ის თითქმის მსოფლიოს ყველა მედიაში გამოჩნდა. და ის იმაში მდგომარეობდა, რომ უკრაინული ანტისემიტიზემი არ შეიძლება ასეთი საშინელი იყოს, თუკი “ისრაელის გარდა უკრაინა იქნება ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც მაღალ თანამდებობებს ებრაელები დაიკავებენ”. თუმცა, აქაც უნდა აღვნიშნოთ, რომ ავტორი საკუთარ აზრს ეწინააღმდეგება” – განცხადებაშია ნათქვამი. რომლის ავტორების აზრით, უკრაინული რეალიების არცოდნამ მიიყვანა ავტორი იქამდე, რომ აზრი ისე განავითარა, რომ მან რუსული პროპაგანდის წისქვილზე დაასხა წყალი.

banner
წინა სტატიაშიბახტაძემ გიორგი გახარია ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნად დანიშნა
შემდეგი სტატიასერბეთში სატვირთო მანქანა და ავტობუსი დაეჯახნენ ერთმანეთს (ვიდეო)