ჩატაევის საქმე – წულუკიანს პარლამენტში იბარებენ

უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერი ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ იუსტიციის მინისტრი პარლამენტში უნდა მივიდეს და პასუხი გასცეს, როგორც მოხდა ახმედ ჩატაევის ციხიდან გაშვება:

“ხელისუფლების 6-დღიანი ტოტალური დუმილის ფონზე, ფაქტობრივად, დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძალიან დიდი ალბათობით, ამ ოპერციაში ჩატაევი მოკლულია, რაც, რა თქმა უნდა, საკითხს კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის და ხელისუფლების მხრიდან საკითხის პასუხგაუცემლად გაშვება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ეს ჩვენი ახირება არ არის – ეს ჩვენი უსაფრთხოების გამოწვევასთან არის დაკავშირებული. ჩვენ გვახსოვს, რომ ჩატაევი 2012 წელს ტერორისტებს შეუერთდა და ქვეყნის უსაფრთხოების წინააღმდეგ ძალიან მძიმე ოპერაციაში იყო ჩართული. “ქართულმა ოცნებამ” პოლიტიკური მოსაზრებებით გაუშვა, რაც, ფაქტობრივად, მაშინვე დადასტურდა. სტამბოლის ტერაქტის შემდეგ, თეა წულუკიანი საუბრობდა, რომ ის პოლიტიკურად ჩატაევის გაშვების წინააღმდეგი იყო, რაც იმას ადასტურებს, რომ ხელისუფლებამ გადაწყვეტილება არა სისხლის სამართლებრივად დადგენილი წესებით, არამედ პოლიტიკური მიზანშეწონილობით მიიღო“, – განუცხადა ჟურნალისტებს ელენე ხოშტარიამ.

banner
წინა სტატიაში“სუს-ი პარლამენტში უნდა მოვიდეს” – კაპანაძე
შემდეგი სტატიათუ ლიკვიდირებული ან დაკავებული ჩატაევია, ჩნდება კითხვები ქვეყნის უსაფრთხოების სისტემასთან დაკავშირებით – სამადაშვილი