თუ ლიკვიდირებული ან დაკავებული ჩატაევია, ჩნდება კითხვები ქვეყნის უსაფრთხოების სისტემასთან დაკავშირებით – სამადაშვილი

22 ნოემბერს ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან განმარტებებს ითხოვს “ნაციონალური მოძრაობა”. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის სალომე სამადაშვილის თქმით, მათ კითხვები ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებითაც აქვთ, რადგან თუ საერთაშორისო ტერორიზმში ბრალდებული ჩატაევის საქართველოში ყოფნა დადასტურდა, სამადაშვილის განცხადებით, ეს ნიშნავს, რომ შესაბამისი უწყებების მუშაობაში სერიოზული პრობლემაა.

„თუ ამ სპეცოპერაციაში მართლაც ლიკვიდირებულ იქნა ან დაკავებულ იქნა ჩატაევი, ჩნდება ძალიან სერიოზული შეკითხვები, როგორც ამ ქვეყნის უსაფრთხოების სისტემასთან, ასევე საზღვრის დაცვის კონტროლის სისტემასთან, უშიშროების სამსახურის სისტემასთან და რა თქმა უნდა, ჩვენ გვაინტერესებს, მაშინ როდესაც სუს-ისთვის გამოყოფილი შესაბამისი რესურსები ყოველდღიურად იზრდება, როდესაც სუს-ის გაძლიერება ხდება ყოველდღიურად, რაში ხარჯავს სუს-ი საკუთარ ძალისხმევას,“ – აცხადებს სალომე სამადაშვილი.

banner
წინა სტატიაშიჩატაევის საქმე – წულუკიანს პარლამენტში იბარებენ
შემდეგი სტატიაასეთ უსინდისო განცხადებებს არ მივიღებთ იმ ადამიანებისგან, რომლებიც თვითონ აწყობდნენ ტერაქტებს საკუთარ ქვეყანაში – ბესელია