ჩაქვთან მამაკაცს მატარებელი დაეჯახა

ჩაქვში-ციხისძირის მონაკვეთზე, თბილის-ბათუმის მატარებელი მამაკაცს დაეჯახა. რის გამოც მოძრაობა შეფერხებულია. ინფორმაციას ამის შესახებ “აჭარის ტელევიზია” ავრცელებს.

თვითმხილველების თქმით, მამაკაცმა გადასწრება სცადა, მემანქანემ მოასწრო რეაგირება და დაამუხრუჭა, თუმცა მამაკაცმა თავის ტრავმა მაინც მიიღო. ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებს, მამაკაცი ცოცხალი დახვდათ. დაზიანებებით ქობულეთის “ევექსის” კლინიკაში გადაიყვანეს.

ადგილზე, ქობულეთის პოლიციის თანამშრომლები იმყოფებიან, ისინი საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.

საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 275 მუხლით აღიძრა, რაც რკინიგზის უსაფრთხოებისა ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშისახელმწიფო ინსპექტორის კონკურსი დარღვევების ფონზე მიმდინარეობს – სალაძე კონკრეტული კანდიდატისთვის შერჩეულ კრიტერიუმებზე საუბრობს
შემდეგი სტატია“თემირლან მაჩალიკაშვილის ლიკვიდაცია აუცილებელი არ იყო”- გოგაშვილის აღიარება