ცესკომ 28 ოქტომბრის არჩევნების შუალედური ანგარიში წარადგინა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ ადგილობრივ სადამკვირვებლო და საერთაშორისო ორგანიზაციებს, ასევე მედია წარმომადგენლებს 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების შუალედური ანგარიში წარუდგინა.

ანგარიში საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ პირველი აგვისტოდან პირველ ოქტომბრამდე განხორციელებულ საქმიანობას ასახავს.თამარ ჟვანიამ პრეზენტაციაზე მოწვეულ სტუმრებს 28 ოქტომბრის არჩევნებისთვის გაწეული საქმიანობა გააცნო.
2018 წელს ცესკომ გაზარდა ონლაინ რეგისტრაციების პროგრამის შესაძლებლობები და გარდა პარტიების წარმომადგენლებისა და საარჩევნო კომისიებში წევრების დანიშვნისა,პირველად, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისთვის რეგისტრირებულ დამკვირვებელ ორგანიზაციებს მისცა ალტერნატიული, გამარტივებული შესაძლებლობა, დამკვირვებლები დანიშნონ ონლაინ, ელექტრონული პროგრამის მეშვეობით.

ცესკოს თავმჯდომარემ დეტალურად ისაუბრა ამომრჩეველთა ინფორმირების კამპანიის, საარჩევნო ადმინისტრაციის წევრთა კვალიფიკაციის ამაღლების, საარჩევნო პროცესის ორგანიზების,საარჩევნო და სამოქალაქო საგანმანათლებლო პროგრამების, ინკლუზიური  საარჩევნო გარემოს, საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებთან  თანამშრომლობის და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.

„ჩვენი საქმიანობა შეეხება ყველა იმ სასწავლო და სატრენინგო პროგრამას,საორგანიზაციო საკითხს, რომელიც უკავშირდება პრეზიდენტის არჩევნებისჩატარებას საქართველოში. ანგარიში მოიცავს ყველა იმ სატრენინგოპროგრამას რომელიც განახლებული მეთოდოლოგიით ემსახურება სწორედსაარჩევნო ადმინისტრაციის კვალიფიკაციის ამაღლებას, ასევე ჩართულიმხარეების მომზადებას. წელს განსაკუთრებული აქცენტი იყო ახალგაზრდაამომრჩეველზე და მათ აქტიურობაზე. ამავდროულად ანგარიშში ასახულია შშმპირებისთვის მიწოდებული სერვისები, ასევე ეთნიკური უმცირესობების და სხვაჩართული მხარეებისთვის, თითოეული ამომრჩევლისთვის მიწოდებულიყველა ის ინფორმაცია და სერვისი, რომელიც მათ თავისუფალ გარემოშიარჩევნებში მონაწილეობის მიღებას შეუწყობს ხელს“, – აღნიშნა თამარჟვანიამ ჟურნალისტებთან საუბრისა

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანი – მირზა სუბელიანსა და ყველა პატიმარს ვუსურვებ გამძლეობას
შემდეგი სტატიაქუთაისის აეროპორტში ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს