ქუთაისის აეროპორტში ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს

ქუთაისის აეროპორტში ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს.

როგორც  ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ქუთაისის აეროპორტი“ ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების ქვეყანაში უკანონოდ შემოტანის მცდელობის ფაქტი 16 ოქტომბერს აღკვეთეს.

„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის, ზ.ხ-ის კუთვნილი ბარგის დათვალიერებისას, ნარკოტიკული (32 აბი) ნივთიერების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს“, – აცხადებენ სამსახურში.

მათივე განცხადებით, საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს წყალტუბოს რაიონული სამმართველოს ფარცხანაყანევის განყოფილებას გადაეცა.

banner
წინა სტატიაშიცესკომ 28 ოქტომბრის არჩევნების შუალედური ანგარიში წარადგინა
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი – ნიკო ნიკოლაძის საინტერესო ხედვები ჩემს პროგრამაში გადმოვიტანე