ცესკო – ამომრჩეველთა აქტივობამ 15:00 საათისთვის 16.47 პროცენტი შეადგინა

region
ავტ.: region ნოემბერი 21, 2020 16:34

ცესკო – ამომრჩეველთა აქტივობამ 15:00 საათისთვის 16.47 პროცენტი შეადგინა

ამომრჩეველთა აქტივობამ 15:00 საათის მონაცემებით 16.47 პროცენტი შეადგინა, რაც რაოდენობრივად არის 352 456 ამომრჩეველი.

რეგიონების მიხედვით, ყველაზე მაღალი აქტივობა კახეთშია, ყველაზე დაბალი კი დედაქალაქში.

15:00 საათის მონაცემებით, რეგიონების მიხედვით ამომრჩევლის აქტივობა შემდეგია:

კახეთი – 21 პროცენტი, შიდა ქართლი – 20.6 პროცენტი, მცხეთა-მთიანეთი – 19.7 პროცენტი, აჭარა – 18.8 პროცენტი, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 18.6 პროცენტი, ქვემო ქართლი – 17.6 პროცენტი, იმერეთი – 17.2 პროცენტი, თბილისი – 13.9 პროცენტი.

რაც შეეხება კონკრეტულ მაჟორიტარულ ოლქებს, ცესკო-ს ინფორმაციით, მთაწმინდაზე ამომრჩეველთა აქტივობამ 14.1 პროცენტი შეადგინა, ვაკეში – 13.7 პროცენტი, საბურთალოზე – 13.3 პროცენტი, ისანში – 13.3 პროცენტი, სამგორში – 14.7 პროცენტი, დიდუბე-ჩუღურეთში – 15.8 პროცენტი. ნაძალადევში – 12.6 პროცენტი, გლდანში – 13.5 პროცენტი, თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხში – 21 პროცენტი, მცხეთა-დუშეთი-თიანეთი-ყაზბეგი – 19.7 პროცენტი, რუსთავი-გარდაბანი – 17.6 პროცენტი, ხაშური-ქარელი – 20.6 პროცენტი, ზესტაფონი-ტყიბული-თერჯოლა-ბაღდათი – 22.1 პროცენტი, ქუთაისი – 13.1 პროცენტი, ზუგდიდი – 15.3 პროცენტი, ხელვაჩაური-ქედა-შუახევი-ხულო – 24.1 პროცენტი.

region
ავტ.: region ნოემბერი 21, 2020 16:34