ცერცვაძე: თბილისის ინფექციური საავადმყოფო იქნება ერთ-ერთი კლინიკა, სადაც კორონავირუსზე ვაქცინაცია ჩატარდება

“თბილისის ინფექციური საავადმყოფო იქნება ერთ-ერთი კლინიკა, სადაც კორონავირუსზე ვაქცინაცია ჩატარდება.არანაირი განსაკუთრებული მზადება არ ხდება. ჩვენ გვაქვს ამისთვის გამოყოფილი ფართი, გვყავს ძალიან კვალიფიციური, უმაღლესი კვალიფიკაციის ექიმები, რომლებიც დღემდე ძალიან წარმატებით მართავენ ამ კოვიდპანდემიას. მინდა, გითხრათ, რომ ჩვენს საავადმყოფოს აქვს გადარჩენის ყველაზე საუკეთესო მაჩვენებელი არა მხოლოდ ქვეყანაში, არამედ ევროპაშიც. იგივე ექიმები განახორციელებენ ძალიან წარმატებით ვაქცინის გამოყენებას.

ჩვენ გვაქვს ძალიან კარგად აწყობილი ჟანგბადის მიწოდების სისტემა, თუ ეს საჭირო იქნება, გვაქვს უახლესი სუნთქვის აპარატებით მოწყობილი რეანიმაცია, ეს არ გახდება საჭირო, თუმცა ათასში, თუ მილიონში ერთხელ რომ გახდეს საჭირო, ამ ყველაფერს ჩვენი კლინიკა ხვდება ასპროცენტიანი მზადყოფნით“, – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

banner
წინა სტატიაშიხვიჩია: მელია დამემუქრა, ის ტანად ჩემზე დიდია, ამიტომ მჭირდება იარაღის ტარების უფლება
შემდეგი სტატიადავით ფაცაცია საქართველოს იუსტიციის მინისტრს შეხვდა