ხვიჩია: მელია დამემუქრა, ის ტანად ჩემზე დიდია, ამიტომ მჭირდება იარაღის ტარების უფლება

მომეჩვენა, რომ ნიკა მელია მემუქრებოდა, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„დამირეკა, ცუდი საუბარი გვქონდა, სამწუხაროდ. მე მომეჩვენა, რომ დამემუქრა კიდეც. ამიტომ მინდა, თქვენი მეშვეობით გავარკვიო, მართლა მემუქრება ნიკა მელია, თუ ზოგადად გაბრაზებულზე იცის ასეთი ლაპარაკი. მე მომეჩვენა, რომ ნიკა მელია მემუქრებოდა. ნიკა მელია ჩემზე დიდია ფიზიკურად. ჩემზე მორევა შეუძლია. მე პარლამენტის წევრი ვარ, მაქვს იარაღის ტარების უფლება. თუ ეს მართლა მუქარაა, მემუქრება ბატონი მელია და დაადასტურებს თქვენი ეთერით, მე უნდა მივმართო საქართველოს პარლამენტს, თუ ვისაც არ უნდა იყოს, იმას, რომ იარაღის ტარების ნებართვა მქონდეს, რადგან მურუსიძის სასამართლოს იმედად და პოლიციაში ხომ არ ვუჩივლებ ჩემს პარტნიორს. მე ასეთი ადამიანი არ ვარ, ამ სასამართლოში არ ვუჩივლებ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

კითხვაზე – ნიშნავს თუ არა ეს განცხადება, რომ შეიძლება იარაღით ანგარიშსწორებამდე მივიდეს საქმე, იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, რომ მას იარაღი უბრალოდ თავდაცვისთვის დასჭირდება, თუმცა ჯერ სურს იმის გარკვევა, ნიკა მელია ხუმრობდა თუ მართლა დაემუქრა.

„არა, უბრალოდ, რომ არ გამლახოს. ჩემზე დიდი რომ არ მომერიოს, მე მჭირდება თავდაცვის საშუალება. ჯერ უბრალოდ ვაზუსტებ, ბატონი ნიკა მელია დამემუქრა თუ ხუმრობა იყო. ნიკა მელიას სიტყვას რომ პატივს ვცემ, მაგიტომ მივიჩნიე სერიოზულად და მინდა, გავარკვიო, მემუქრებოდა დებატებზე გამოწვევით თუ ფიზიკურად რომ ჩემზე დიდია, მაგით“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ფანგანი თავისუფალია
შემდეგი სტატიაცერცვაძე: თბილისის ინფექციური საავადმყოფო იქნება ერთ-ერთი კლინიკა, სადაც კორონავირუსზე ვაქცინაცია ჩატარდება