დავით ფაცაცია საქართველოს იუსტიციის მინისტრს შეხვდა

დღეს, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავჯდომარე – რუსლან აბაშიძესთან ერთად საქართველოს იუსტიციის მინისტრს ბატონ გოჩა ლორთქიფანიძეს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა სამართლებრივ გამარჯვებაზე ისაუბრეს, რომელსაც საქართველომ მიმდინარე წლის 21 იანვარს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით მიაღწია.
ასევე, იმსჯელეს მნიშვნელობაზე ქვეყნის დეოკუპაციის პროცესში და გადაწყვეტილების აღსრულებისთვის საჭირო იმ ღონისძიებებზე, რომელიც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აქვს დაგეგმილი.
საუბარი, ასევე შეეხო, ურთიერთთანამშრომლობის გზებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.

banner
წინა სტატიაშიცერცვაძე: თბილისის ინფექციური საავადმყოფო იქნება ერთ-ერთი კლინიკა, სადაც კორონავირუსზე ვაქცინაცია ჩატარდება
შემდეგი სტატიაGDI-ს ახალი თავმჯდომარე ედუარდ მარიკაშვილი იქნება