ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) უცხოეთში სამკურნალოდ წაიყვანეს

 კონფიდენციალურმა წყარომ “მსოფლიო საეკლესიო სიახლენს” მოაწოდა ინფორმაცია, რომ ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) უცხოეთის ერთ-ერთი ქვეყნის ერთ-ერთ კლინიკაში სამკურნალოდ წაიყვანეს, სადაც მეუფე სტეფანეს სხვადასხვა მხრივ სამედიცინო გამოკვლევები და მკურნალობის კურსი უტარდება.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 2 იანვარს, მიტროპოლიტ სტეფანეს შეუძლოდ გახდომის შესახებ ექსკლუზიურად, ინფორმაცია გაავრცელა “მსოფლიო საეკლესიო სიახლენმა”, რომლის შემდგომ საქართველოს საპატრიარქომ განმარტება გააკეთა მიტროპოლიტ სტეფანეს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და დაადასტურა ხსენებული მღვდელმთავრის ჰოსპიტალიზაცია.

საპატრიარქო ჯერჯერობით ოფიციალურ განმარტებას მეუფის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არ აკეთებს.

წყარო: მსოფლიო საეკლესიო სიახლენი

banner
წინა სტატიაშიილია ელოშვილი – უფასო სასადილოების მუშაობის შეწყვეტაზე ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და არც კვების წესები იცვლება
შემდეგი სტატიათამო კეშელავა: მე იმ ხალხზე ვდარდობ, ამ ჩინოვნიკთან რომ მივა დახმარების სათხოვნელად და ზემოდან გადახედავს, ფუ, ეს სუპნაჭამიო…