ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით პატრიარქი საზეიმო წირვას აღავლენს

patriarqi

ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე, სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვას აღავლენს.

წირვის დასრულების შემდეგ უწმინდესი მრევლს ქადაგებით მიმართავს, რის შემდეგაც მოხდება ბზის კურთხევა.

ბზობა, იგივე ბაიაობა თორმეტი მოძრავი დღესასწაულიდან რიგით პირველია, რომელიც ყოველთვის ემთხვევა ბრწყინვალე აღდგომის წინა კვირა დღეს.

იესო ქრისტე სწორედ ამ დღეს შევიდა იერუსალიმში. იერუსალიმისაკენ დიდებით მიმავალი ხალხი მას სამოსელს უფენდა გზაზე, ზოგს კი პალმის (ბზის) რტოები ეკავა და ასე ეგებებოდა მაცხოვარს. ყოველი მხრიდან ისმოდა ღაღადისი: „ოსანა ძესა დავითისასა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა! ოსანა, რომელი ხარ მაღალთა შინა!“.

დღესასწაულთან დაკავშირებით, ყველა მოქმედ ტაძარში საზეიმო წირვა აღევლინება. ამ დღეს მრევლს ძველი ბზა ეკლესიაში მიაქვს, ხოლო ეკლესიიდან ახალი ნაკურთხი ბზით ბრუნდება სახლში. მართლმადიდებელი ქრისტიანები ნაკურთხ ბზის ტოტებს მთელი წელი ინახავენ და მათ ხატების მოსართავადაც იყენებენ.

მათთვის ვინც მარხულობს, დღეს არის თევზით ხსნილი.

banner
წინა სტატიაშიგაეროს გენერალური მდივანი კვირიკაშვილს ტელეფონით ესაუბრა და წუხილი გამოთქვა საქართველოში ვიზიტის გადადების გამო
შემდეგი სტატიავახტანგ ყოლბაია ზუგდიდში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა