ვახტანგ ყოლბაია ზუგდიდში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ზუგდიდის დევნილთა ახალ ჩასახლებაში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა.

შეხვედრისას დევნილებმა მთავრობის თავმჯდომარეს საკუთარი პრობლემები გაუზიარეს, ხოლო ვახტანგ ყოლბაია მათ დახმარებას დაპირდა.

დევნილებთან შეხვედრის შემდეგ გაიმართა ამპუტანტ ფეხბურთელთა მატჩი, რომელშიც აჭარისა და იმერეთის ფეხბურთელები იღებდნენ მონაწილეობას. მატჩი იმერეთის გამარჯვებით დასრულდა. გამარჯვებულ სპორტსმენებს თასები და დიპლომები ვახტანგ ყოლბაიამ გადასცათ.

banner
წინა სტატიაშიბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით პატრიარქი საზეიმო წირვას აღავლენს
შემდეგი სტატიაპრეზიდენტ ობამას სტუმრებს შორის ქართველი მეწარმეებიც მოხვდნენ