გაეროს გენერალური მდივანი კვირიკაშვილს ტელეფონით ესაუბრა და წუხილი გამოთქვა საქართველოში ვიზიტის გადადების გამო

გაერომ ევროპას მოუწოდა მიგრანტების მისაღებად საჭირო ყველა ზომა მიიღოს

გაეროს გენერალური მდივანი კვირიკაშვილს ტელეფონით ესაუბრა და წუხილი გამოთქვა საქართველოში ვიზიტის გადადების გამო
დღეს, 10:52 44

გაერო-ს გენერალური მდივანი წუხილს გამოთქვამს, რომ, დღის წესრიგის მოულოდნელი ცვლილების გამო, საქართველოში ვიზიტის გადადება მოუხდა-ამის შესახებ პან გი მუნმა გიორგი კვირიკაშვილს სატელეფონო საუბრისას განუცხადა. გაერო-ს გენერალური მდივანი საქართველოს პრემიერმინისტრს თავად დაუკავშირდა.

როგორც პრემიერის ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული პან გი მუნმა განაცხადა, რომ საქართველო არის კარგი მაგალითი ბევრი ქვეყნისთვის და იგი მზად არის მიმდინარე წლის განმავლობაში ეწვიოს საქართველოს, რათა პირადად გაეცნოს ქვეყნის მიერ დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების კუთხით მიღწეულ შთამბეჭდავ პროგრესს.

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში გაეროს აქტიური ჩართულობის მზადყოფნაც გამოთქვა, რისთვისაც საქართველოს პრემიერმინისტრმა მას მადლობა გადაუხადა.

სატელეფონო საუბრისას გიორგი კვირიკაშვილმა გამოხატა მზადყოფნა, პან გი მუნს მისთვის სასურველ დროს უმასპინძლოს საქართველოში.

მხარეებმა გამოთქვეს იმედი, რომ შეხვედრა ასევე შედგება გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში.

banner
წინა სტატიაშიშიმშილობის მე-13 დღეს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები შიმშილობას წყვეტენ
შემდეგი სტატიაბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით პატრიარქი საზეიმო წირვას აღავლენს