ბუჩასთან რუსებმა მანქანაში ხუთი ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი დახვრიტეს – უკრაინის პროკურატურა

კიევის რეგიონულმა პროკურატურამ განაცხადა, რომ რუსულმა საოკუპაციო ჯარებმა ბუჩას რაიონში, მანქანაში ხუთი მშვიდობიანი მოქალაქე დახვრიტეს – მათგან ორი ბავშვია. ამბავს BBC News იუწყება.
პროკურორის ოფისმა განაცხადა, რომ ადგილობრივებმა გარდაცვლილები შემთხვევის ადგილზე, მანქანასთან დაკრძალეს.

პროკურორის ოფისის განცხადებით, მოხსენება მას შემდეგ გავრცელდა, რაც ბუჩას მერმა განაცხადა, რომ ქალაქში რუსული ჯარების მიერ მოკლული 403 ადამიანის ცხედარი იპოვეს.

banner
წინა სტატიაშიზელენსკიმ გერმანიის პრეზიდენტს კიევში მასპინძლობაზე უარი უთხრა – Bild
შემდეგი სტატიაქიმიური იარაღის ნებისმიერი გამოყენება, იქნება საერთაშორისო სამართლის შემდგომი დარღვევა – ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრი