ქიმიური იარაღის ნებისმიერი გამოყენება, იქნება საერთაშორისო სამართლის შემდგომი დარღვევა – ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრი

უკრაინის ალყაშემორტყმულ ქალაქ მარიუპოლში, რუსული ძალების მიერ, ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების შესახებ ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარიზ პეინი, ,,ტვიტერში” განცხადებას ავრცელებს.

პეინის თქმით, ავსტრალია აღნიშნული ცნობების გადამოწმების საკითხებზე მუშაობს.

,,ცნობები იმის შესახებ, რომ რუსულმა ძალებმა, მარიუპოლში, შესაძლოა, ქიმიური იარაღი განალაგეს, ღრმად შემაშფოთებელია. ავსტრალია, პარტნიორებთან ერთად, ამის გადამოწმებაზე მუშაობს. ქიმიური იარაღის ნებისმიერი გამოყენება, იქნება საერთაშორისო სამართლის შემდგომი დარღვევა”, – წერს პეინი.

banner
წინა სტატიაშიბუჩასთან რუსებმა მანქანაში ხუთი ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი დახვრიტეს – უკრაინის პროკურატურა
შემდეგი სტატიაუკრაინაში საქართველოს ელჩი აცხადებს, რომ დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში სავარაუდოდ 14 აპრილს გადმოასვენებენ