ზელენსკიმ გერმანიის პრეზიდენტს კიევში მასპინძლობაზე უარი უთხრა – Bild

გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი კიევში ვიზიტს გეგმავდა, თუმცა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მას უარი უთხრა, – ამის შესახებ გერმანული გამოცემა Bild იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციით, შტაინმაიერი უკრაინაში 13 აპრილს ევროკავშირის სხვა ქვეყნების სამთავრობო დელეგაციებთან ერთად უნდა გამგზავრებულიყო.

Bild-ს უკრაინელმა დიპლომატმა განუცხადა, რომ შტაინმაიერი უკრაინისთვის არასასურველი პიროვნებაა, რადგან მას რუსეთთან კავშირები აქვს.

„ჩვენ ყველამ ვიცით შტაინმაიერის რუსეთთან მჭიდრო კავშირების შესახებ, რომელიც ასევე „შტაინმაიერის ფორმულაში“ აისახა. ამ მომენტში ის კიევში არასასურველი პერსონაა. ვნახოთ, მომავალში ეს მოცემულობა თუ შეიცვლება“, – განაცხადა დიპლომატმა.

banner
წინა სტატიაშირუსეთის გეგმა უკრაინის წინააღმდეგ ომში მარცხდება – ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო
შემდეგი სტატიაბუჩასთან რუსებმა მანქანაში ხუთი ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი დახვრიტეს – უკრაინის პროკურატურა