ბრიუსელში ტერორისტული საფრთხის უმაღლესი დონის რეჟიმი ორშაბათამდე გახანგრძლივდა

ბელგიის პრემიერ-მინისტრის, შარლ მიშელის განცხადებით, ბრიუსელში ტერორისტული საფრთხის უმაღლესი – მეოთხე დონის რეჟიმი მინიმუმ ერთი კვირით გახანგრძლივდება.
მისი თქმით, პარიზის 13 ნოემბრის ტერაქტების შემდეგ, ბელგიაში მოსალოდნელი თავდასხმების საფრთხე კვლავ სერიოზულია.

პრემიერის თქმით, სკოლები და მეტროპოლიტენი მუშაობას 25 ნოემბრიდან განაახლებენ.

30 ნოემბერს ბელგიის ეროვნული უშიშროების საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართება, რა დროსაც გადაწყდება, უმაღლესი ტერორისტული საფრთხის რეჟიმი გახანგრძლივების საკითხი განიხილება.

პარიზში 6 ტერაქტი 13 ნოემბერს მოხდა, რომელსაც 130 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 350. ტერაქტებზე პასუხისმგებლობა “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო.

ბოლო დღეების განმავლობაში, ბელგიაში განხორციელებულია ანტიტერორისტული ოპერაციების შედეგად ტრაქტებთან კავშირში ეჭვმიტანილი 21 პირი დააკავეს.

banner
წინა სტატიაში27 ნოემბრამდე საქართველოში უნალექო ამინდები შენარჩუნდება
შემდეგი სტატიაპენსიების 50 ლარით ზრდის შესაძლებლობა – “ნაციონალური მოძრაობა” რეგიონებში ხელმოწერების შეგროვებას განაგრძობს