27 ნოემბრამდე საქართველოში უნალექო ამინდები შენარჩუნდება

27 ნოემბრამდე საქართველოში უნალექო ამინდებია მოსალოდნელი. ინფორმაციას ამინდის პროგნოზის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

„24-27 ნოემბერს საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია 18-23, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 15-20 გრადუსის ფარგლებში.

28 ნოემბერს, სითბოს ფონზე, ზოგან მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი. 29 ნოემბრიდან ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გაწვიმდება, მაღალმთაში მოთოვს. ჰაერის ტემპერეტურა 3-5 გრადუსით დაეცემა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშისახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე 17 პირი დააკავეს
შემდეგი სტატიაბრიუსელში ტერორისტული საფრთხის უმაღლესი დონის რეჟიმი ორშაბათამდე გახანგრძლივდა