პენსიების 50 ლარით ზრდის შესაძლებლობა – “ნაციონალური მოძრაობა” რეგიონებში ხელმოწერების შეგროვებას განაგრძობს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება

პენსიების შესაძლო მატებასთან დაკავშირებით “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” რეგიონებში პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვებას აგრძელებს. ზურაბ ჭიაბერაშვილი დღეს, საგარეჯოს მუმიციპალიტეტის, სოფელ მანავში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივ მაცხოვრებლებს ის შესაძლებლობები გააცნო, რომელიც პენსიის 50 ლარით გაზრდის საშუალებას იძლევა.

მისი თქმით, თუ მთავრობა პრემიებისა და დანამატებს შეამცირებს, ასევე შეამცირებს ბიუროკრატიულ ხარჯებს, ბიუჯეტში ამის შესაძლებლობა გაჩნდება და მომავალი წლიდან პენსიონერებს შეეძლებათ 50 ლარით გაზრდილი პენიის აღება.

პეტიციაზე ხელმოწერა, საქართველოს ყველა რეგიონში მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიბრიუსელში ტერორისტული საფრთხის უმაღლესი დონის რეჟიმი ორშაბათამდე გახანგრძლივდა
შემდეგი სტატიაედგარს რინკევიჩსი: ყველას სურს დაინახოს საქართველოში ძლიერი და დამოუკიდებელი სასამართლო და მედია