ბრიუსელში ნატოს ორდღიანი მინისტერიალი იწყება

Family Portrait

ბრიუსელში დღეს ნატოს ორდღიანი მინისტერიალი იწყება. შეხვედრაში ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები მონაწილეობენ.

მინისტერიალის ფარგლებში გაიმართება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაც, რომელზეც თანამშრომლობის გარდა, შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხზეც იმსჯელებენ.

ალიანსის გენერალური მდივნის მიერ გაკეთებული განცხადების მიხედვით, მინისტერიალი ღია კარის პოლიტიკისადმი მიძღვნილი შეხვედრით დასრულდება.

საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა 6 დეკემბერს ჩატარდება.

banner
წინა სტატიაში51-ე სკოლაში ასწავლო პროცესი აღდგა
შემდეგი სტატიაოჯახური ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს