51-ე სკოლაში ასწავლო პროცესი აღდგა

51-ე სკოლაში ასწავლო პროცესი აღდგა, თუმცა სკოლის დირექტორი მანანა თურქაძე სასწავლო დაწესებულებაში ამ დრომდე არ გამოჩენილა.

სკოლაში იმყოფებიან დირექტორის მოადგილე და ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. ციცინო მაღლაკელიძის განცხადებით, ის პირველ დეკემბერს მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით თანამშრომლობს გამოძიებასთან და შესაძლოა სამართალდამცველებს ჩვენება მანაც მისცეს.

„რა თქმა უნდა დამიბარებენ. მე ვთანამშრომლობ აბსოლუტურად პირველი წუთიდან,“-აცხადებს დირექტორის მოადგილე.

მანდატურის ფუნქციებთან დაკავშირებით საუბრობენ სკოლის პედაგოგები. მათივე ინფორმაციით, სამართალდამცველები, რომლებიც 51-ე სკოლასთან ამ დრომდე რჩებიან, პედაგოგთა გამოკითხვას განაგრძობენ.

სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგნების, მასწავლებლებისა და მშობლების დაკითხვა დღესაც გაგრძელდება.

banner
წინა სტატიაშიიუსტიციის მინისტრის მოადგილე რომის სტატუტის წევრი ქვეყნების ასამბლეაში მონაწილეობს
შემდეგი სტატიაბრიუსელში ნატოს ორდღიანი მინისტერიალი იწყება