ბრიუსელის საერთაშორისო აეროპორტი მუშაობას დღეს განაახლებს

ბრიუსელის საერთაშორისო აეროპორტი მუშაობას დღეს განაახლებს. ამის შესახებ ევროპული მედია იტყობინება.

აეროპორტის ადმინისტრაციის განცხადებით, საჭიროა კიდევ თვეები იმისათვის, რომ აეროპორტმა სრული დატვირთვით განაახლოს მუშაობა.

შეგახსენებთ, ე.წ „ისლამური სახელმწიფოს’” ტერორისტებმა ბელგიის დედაქალაქში 22 მარტს ტერაქტები განახორციელეს. 29 წლის იბრაჰიმ ალ-ბაკროუიმ და ნაჯიმ ლააშრაუიმ თავი ზავენტემის აეროპორტში აიფეთქეს. იბრაჰიმის ძმამ, ასევე ბელგიის მოქალაქემ 27 წლის ხალიდ ალ-ბაკროუიმ კი ბრიუსელის მაალბეკის მეტროსადგურში აიფეთქა თავი. აფეთქებების შედეგად 32 ადამიანი დაიღუპა, 300-ზე მეტი კი დაშავდა.

ბრიუსელის საერთაშორისო აეროპორტი მუშაობას დღეს განაახლებს

banner
წინა სტატიაში„ქართველმა ხალხმა მკაფიოდ აირჩია ევროატლანტიკური და ევროპული ხედვა“
შემდეგი სტატიათინა ხიდაშელი: ჩემთვის ყველაზე ძვირფასი და გასაფრთხილებელი დღე დადგა