„ქართველმა ხალხმა მკაფიოდ აირჩია ევროატლანტიკური და ევროპული ხედვა“

საქართველოს პრეზიდენტმა, ვაშინგტონში მდებარე გავლენიან ატლანტიკურ საბჭოში დახურულ კარს მიღმა შეხვედრამდე, მედიისთვის მოკლე კომენტარები გააკეთეს.

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ წელს, საქართველო დამოუკიდებლობის 25-ე წლისთავს ზეიმობს და ცდილობს, გაუმკლავდეს გამოწვევებსა და გახდეს ისეთივე თავისუფალი, როგორც აშშ.

გიორგი მარგველაშვილმა ქართველის ხალხის არჩევანს ევროატლანტიკური და ევროპული მიმართულებით მკაფიო და მტკიცე უწოდა და აღნიშნა, რომ ამ ღირებულებების ერთგულებისთვის საქართველომ ბევრი რამ გააკეთა.

„ეს წელი ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის: გვაქვს არა ერთი მზარდი საფრთხე და რთული ვითარება რეგიონში, მაგრამ ვხედავთ იმასაც, რომ მდგომარეობა კომპლექსურია არა მხოლოდ ჩვენთან, არამედ, პარიზშიც და ბრიუსელშიც. კაცობრიობა გამოწვევის წინაშე დგას და ასეა თვით ყველაზე მეტად დაცულ სამხედრო ალიანსსა და მასში შემავალ ქვეყნებში. ეს არის რეალობა, რომელიც ძალიან მძაფრად გამოიხატა მთელ მსოფლიოში. ამასთან, ჩვენმა ქვეყანამ და ხალხმა მკაფიოდ აირჩია ევროატლანტიკური და ევროპული ხედვა და ჩვენ უკვე ბევრი რამ გავაკეთეთ ამ ღირებულებების ერთგულებისთვის,“ – აცხადებს პრეზიდენტი.

banner
წინა სტატიაშისაგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე “ეროვნული სატყეო სააგენტოს” ორი თანამშრომელი დააკავა
შემდეგი სტატიაბრიუსელის საერთაშორისო აეროპორტი მუშაობას დღეს განაახლებს