თინა ხიდაშელი: ჩემთვის ყველაზე ძვირფასი და გასაფრთხილებელი დღე დადგა

თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელის განცხადებით, გასაგებია, თუ რატომ არ ენდობა ირმა ინაშვილი ქართველ ჯარისკაცებს

თავდაცვის მინისტრი 1991 წლის 31 მარტს, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენასთან დაკავშირებით გამართული რეფერენდუმის 25 წლის იუბილეს ეხმაურება.

თინა ხიდაშელი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი თარიღის შესახებ სოციალურ ქსელ “ფეისბუქში”, საკუთარ გვერდზე წერს.

“ჩემთვის ყველაზე ძვირფასი და გასაფრთხილებელი დღე დადგა. 25 წლის წინ, სწორედ დღეს, ყველამ ერთად: ქართველებმა, აფხაზებმა, ოსებმა, სომხებმა, აზერბაიჯანელებმა… ყველამ, ამ მიწის შვილებმა ერთად ვუთხარით “არა” საბჭოთა კავშირს, ერთად მოვინდომეთ და გავიმარჯვეთ, ერთად ვუთხარით “დიახ” ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, თავისუფლებას, დემოკრატიულ ევროპულ საქართველოს. იმ დღის სულისკვეთებით მოვიდა დღემდე ჩვენი ქვეყანა. იმ სულისკვეთებით ვაგრძელებთ სიძნელეებთან ჭიდილს, სიბნელესთან ბრძოლას, წინააღმდეგობების გადალახვას.

კიდევ დიდხანს გაგვყვება 25 წლის წინანდელი რეფერენდუმის ერთსულოვნება, შემართება და გამარჯვება, მაგრამ, ნამდვილად მჯერა, ზუსტად ვიცი, რომ კიდევ შევქმნით ასეთ დღეებს, რაც შემდეგი მეოთხედი საუკუნის სიძნელეებს გადაგვალახინებს, საკუთარი სამშობლოთი სიამაყეს გაგვიძლიერებს.
ჩვენ შევქმენით 1991 წლის 31 მარტი! თუ მაშინ შევძელით, დღეს უფრო ადვილია!

აუცილებლად, მორიგ ჯერზეც შევძლებთ! ყველას გილოცავთ!”, – აღნიშნულია მინისტრის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიბრიუსელის საერთაშორისო აეროპორტი მუშაობას დღეს განაახლებს
შემდეგი სტატიადავით ბაქრაძე ვიდეოჩანაწერებზე – ამ ეტაპზე ბრძოლის ერთი- ერთი საშუალება სწორედ საზოგადოების ინდეფერენტულობაა