ბრიუსელი დიზელის მანქანებს 2030 წლიდან აკრძალავს, ბენზინისას – 2035 წლიდან

ქალაქი ბრიუსელი ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისა და რეგიონალური კლიმატური მიზნების მისაღწევად დიზელის მანქანებს 2030 წლიდან აკრძალავს, ბენზინისას – 2035 წლიდან – “პოლიტიკო” წერს.
ქალაქის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 2018 წელს დაბალი ემისიის ზონის შექმნამ ხელი შეუწყო ბრიუსელის რეგიონში ტრანსპორტიდან აზოტის დიოქსიდისა და ნაწილაკების გამონაბოლქვის 11% -ით შემცირებას.
“ამ გაუმჯობესების მიუხედავად, სამწუხაროდ, ბრიუსელის მკვიდრების უმეტესობა ისეთ რაიონებში ცხოვრობს, სადაც ჰაერის დაბინძურება ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ზღვარს სცილდება. ეს დაბინძურება ძირითადად მანქანებს უკავშირდება” – ქალაქის მერიაში განაცხადეს.

აკრძალვა შეეხებათ, ასევე სკუტერებს და მოტოციკლებს, ისევე, როგორც ეს ამსტერდამში, ლონდონში, ოსლოსა და პარიზშია.

ელექტრომობილებზე გადასასვლელად ბრიუსელი 2035 წლისათვის 22 000 ქსელს შექმნის, სადაც ელექტრომანქანების დამუხტვა იქნება შესაძლებელი.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი – მე, ყოველთვის, როდესაც ვდგამ ნაბიჯს, ან ვაკეთებ განცხადებას, ვფიქრობ მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოს ინტერესებზე
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი – ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება ელექტრონული მმართველობის განვითარება ჩვენს ქვეყანაში