მსოფლიოში 617 მილიონ ბავშვს წერა-კითხვა და თვლა არ შეუძლია

მსოფლიოში 262 მილიონ ბავშვს სკოლაში სიარულის საშუალება არა აქვს. სულ კი, 617 მილიონ ბავშვს არ შეუძლია არც წერა, არც კითხვა, არც თვლა – იუნესკომ 24 იანვარს, განათლების დღის აღნიშვნისას განაცხადა – “დოიჩე ველე” წერს.
იუნესკოს გერმანული კომისიის ხელმძღვანელმა მარია ბიომერმა განაცხადა, რომ აღნიშნული პრობლემა გერმანიაშიც არსებობს. ამავე დროს, ბიომერმა აღნიშნა, რომ გერმანიაში პედაგოგების პრობლემაც დგას. 2030 წლისათვის ყოველწლიურად გერმანიაში 6800 პედაგოგის დეფიციტი იქნება.

banner
წინა სტატიაშიბრიტანული მხარის ინიციატივით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასა და დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრ საჯიდ ჯავიდს შორის, სატელეფონო საუბარი შედგა
შემდეგი სტატიაRenault-ის უფროსმა წასვლის შესახებ განცხადება დაწერა