ბრიტანეთში ვაქცინის პირველი დოზა 31 მილიონმა ადამიანმა მიიღო, მეორე – 5 მილიონმა

დიდ ბრიტანეთში კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ვაქცინის პირველი დოზა 31 301 267-მა ადამიანმა მიიღო, მეორე დოზა კი – 5 მილიონმა. ამდაგვარად, ბრიტანეთში, ევროპაში ყველაზე სწრაფად მიდის ვაქცინაციის პროცესი – Reuters-ი წერს. მთავრობამ განაცხადა, რომ ბრიტანეთი თავისი მიზნისკენ გზას გააგრძელებს და ყველა 50 წელზე მეტი ასაკის პირს ვაქცინაციას აპრილის შუა რიცხვებისთვის შესთავაზებს. დანარჩენ ზრდასრულს კი – ივლისის ბოლოს.
ბრიტანეთში არსებული მკაცრი შეზღუდვების ნაწილი 29 მარტს მოხსნეს.

banner
წინა სტატიაშიIRI: მოსახლეობის 59%-ის აზრით, ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება
შემდეგი სტატიაყიფშიძის ქუჩაზე მიწისქვეშა ნაგავშემკრები კონტეინერები დამონტაჟდა