ბრიტანეთში ტერაქტი ხიჯაბიანმა ჟურნალისტმა გააშუქა, რასაც ხმაური მოყვა

დიდ ბრიტანეთში დიდი სკანდალი აგორდა ახალი ამბები წამყვანის, მუსლიმი ფატიმა მანჯის ირგვლივ, რომელმაც ნიცას ტერაქტი ხიჯაბში (ქალთა მუსლიმურ სამოსში) გააშუქა – The Guardian-ი წერს.
მანჯიმ Channel 4-ის ეთერში 15 ივლისს ნიცის ტერაქტის მომხდარ მოვლენებზე ისაუბრა, რომლის დროსაც ტერორისტმა სატვირთო მანქანით 84 ადამიანი მოკლა და ასობით დააზიანა. გუშინ ტაბლოიდმა The Sun ყოფილი რედაქტორის სვეტი გამოაქვეყნა – “კიდევ ერთი შოკისმომგვრელი მოვლენა, რომელიც მუსლიმმა ჩაიდინა”, ხიჯაბ-მოხვეული ჟურნალისტის მიერ იქნა გაშუქებული – დაწერა კელვინ მაკკეინმა.
“საკუთარ თვალებს არ ვუჯერებდი” – განაცხადა მაკკეინმა.
The Sun -ის მკითხველებში, ავტორის პოზიციამ აღშფოთება გამოიწვია და მისმა სვეტმა 300-ზე მეტი საჩივარი მიიღო. .
Channel 4-მა “სანის” ყოფილი რედაქტორი არაპროფესიონალიზმში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მის მიერ გამოთქმული აზრები “რელიგიური და რასობრივი სიძულვილის გაღვივების ტოლია”.
“სანი” ჟურნალისტთა ეროვნულმა კავშირმაც გააკრიტიკა.

banner
წინა სტატიაში“თქვენი შვილი „მორგშია“ და თუ ჩამოხვალთ დღესვე, წაიყვანეთო, თუ არადა ხრამში გადავაგდებთო”-ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმე
შემდეგი სტატია“პრემიერ-მინისტრის თურქეთში ვიზიტის შემდეგ, საქართველო-თურქეთის ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადადის”