“თქვენი შვილი „მორგშია“ და თუ ჩამოხვალთ დღესვე, წაიყვანეთო, თუ არადა ხრამში გადავაგდებთო”-ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმე

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმის განხილვა მიმდინარეობს. საქმეზე ბრალდებულები კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსანს გია დგებუაძე იგივე “მასტერა” და ყოფილ უფროი დათა ახალაია არიან ბრალდებულები. სხდომაზე დღეს სპეცოპერაციის დროს მოკლული შოთა გორგაძის დედა ნარგიზი გორგაძე იკითხება. გორგაძემ დეტალურად გაიხსენა 11 წლის წინ მომხდარი ტრაგედია და განაცხადა, რომ მისი შვილი შოთა გორგაძე თბილისში წალკაში, ნათლობაში წასვლის მიზნით წამოვიდა, ხოლო შოთა გორგოძის ძმა გია გორგაძე, რომელიც იმ დროს ციხეში იჯდა, აწამეს იმისთვის რომ ეთქვა, როგორ აპირებდნენ მისი ძმა და მეგობრები ციხის აღებას და პატიმრების გაქცევის ორგანიზებას. ნარგიზი გორგაძის თქმით, მის შვილს და მის მეგობრებს არც კრიმინალთან ჰქონიათ შეხება და არც არავითარი იარაღი არ ჰქონდათ. ნარგიზი გორგაძის განცხადებით, მან შვილის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ტელევიზორიდან შეიტყო.

“შვილმა ნახა ტელევიზორში, რომ გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ შოთას მეგობარი მარადი იყო გარდაცვლილი. ვცადეთ მასთან დარეკვა, მაგრამ ვერ დავუკავშირდით. მერე წავედი და მეც ვუყურე ტელევიზორში კადრებს. დავინახე ბავშვები დავარდნილები, სისხლში ცურავდნენ. დავიწყეთ ისევ მარადისთან დაკავშირება. ვიღაცამ გვიპასუხა ტელეფონზე და მითხრა – თქვენი შვილი აღარ არისო, „მორგშია“ და თუ ჩამოხვალთ დღესვე, წაიყვანეთო, თუ არადა ხრამში გადავაგდებთო. თუ იარაღი ჰქონდათ, რატომ არ მოვიდნენ და არ გაჩხრიკეს სახლი? თუ დანაშაულის ჩადენა უნდოდა, რატომ არ დაიჭირეს? რატომ მოკლეს? დაეჭირათ და ჩაესვათ ციხეში, ვნახავდი მაინც იქ. უდანაშაულო ბიჭები ჩაცხრილეს, ეს სამართალია? 11 წელია ასე ვტირი. შვილიშვილი დამიტოვეს, ჩვილი”, – აღნიშნა დაკითხვისას დაზარალებულის უფლებამონაცვლემ.

banner
წინა სტატიაშითურქეთმა წარუმატებელი პუტჩის შედეგად 14 გემი დაკარგა
შემდეგი სტატიაბრიტანეთში ტერაქტი ხიჯაბიანმა ჟურნალისტმა გააშუქა, რასაც ხმაური მოყვა