“პრემიერ-მინისტრის თურქეთში ვიზიტის შემდეგ, საქართველო-თურქეთის ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადადის”

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თურქეთში ვიზიტს აქვს ძალიან დიდი, ისტორიული მნიშვნელობა, რადგან ამ ვიზიტის შედეგად საქართველო თურქეთის ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადადის, – ამის შესახებ საქართველოს ელჩმა თურქეთში ირაკლი კოპლატაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრების სტრატეგიული საბჭო პირველად ტარდება, რომელშიც მონაწილეობას იღებენ ორი ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლები.

„ხელი ეწერება ძალიან მნიშნველოვან დოკუმენტებს სხვადასხვა სფეროში, რაც ახალ ეტაპზე გადაიყვანს ორმხრივ ურთიერთობებს და ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენი ქვეყნისთვის. საქართველოს მასშტაბით ასეთი ღონისძიება, სტრატეგიული საბჭოს სხდომის ფორმატში პირველად ტარდება და არ არის გასაკვირი, რომ ეს ტარდება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანასთან – თურქეთთან. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ეს ვიზიტი ხორციელდება დღეს, როდესაც რამდენიმე დღის წინ თურქეთმა გამოიარა ძალიან მძიმე პერიოდი. დღეს თურქეთის ხელისუფლება ცალსახად აღნიშნავს იმ დიდ მადლიერებას, იმ ნაბიჯის მიმართ, რომელიც გადადგა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, იმ თვალსაზრისით, რომ ამ დაძაბულობისა და სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდგომ ტარდება ასეთი დიდი ღონისძიება”, – განაცხადა კოპლატაძემ.

banner
წინა სტატიაშიბრიტანეთში ტერაქტი ხიჯაბიანმა ჟურნალისტმა გააშუქა, რასაც ხმაური მოყვა
შემდეგი სტატიატრამპის ცოლი მიშელ ობამას გამოსვლის პლაგიატში გამოიჭირეს