ბრიტანეთის პრემიერი ევროკავშირის ლიდერებს ცალ-ცალკე შეხვდება

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი “ბრექსიტთან” დაკავშირებით ევროკავშირის ლიდერებს და ევროპის კომისიის პრეზიდენტს ცალ-ცალკე შეხვდება, რომ მათ სამეფოს ევროკავშირიდან გასვლის შესახებ შეთანხმებაში ცვლილებების შეტანა სთხოვოს.

მეის იმედი აქვს, რომ მოლაპარაკებების დროს ისინი შეთანხმებას მიაღწევენ ირლანდიის საზღვართან დაკავშირებით, რაც, ყველაზე სადავოა შეთანხმებაში.
“ბრექსიტი”, რომელიც 40 დღეში უნდა დაიწყოს, სავარაუდოდ, მოუწესრიგებლად მოხდება.
ორშაბათს “ბრექსიტის” შესახებ მინისტრი სტივ ბარკლაი ევროკავშირის მთავარ მომლაპარაკებელს მიშელ ბარნიეს შეხვდება. მეის და იუნკერის შეხვედრის დრო, ჯერჯერობით, უცნობია.

banner
წინა სტატიაში“დღეს თავად გიორგი მარგველაშვილს დავურეკე გადასამოწმებლად, რომელმაც ჩემი ინფორმაცია დაადასტურა”
შემდეგი სტატიაპოლონეთში ერთი კვირის მანძილზე ისრაელის ელჩი მეორედ გამოიძახეს