“დღეს თავად გიორგი მარგველაშვილს დავურეკე გადასამოწმებლად, რომელმაც ჩემი ინფორმაცია დაადასტურა”

ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი, მეუფე დანიელი აცხადებს, რომ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მას დღეს პირადად დაუდასტურა, რომ დეკანოზ მამალაძის შეწყალებას აპირებდა.

“კიდევ ერთხელ მინდა გამოვთქვა დიდი მწუხარება, რაც დეკანოზ გიორგი მამალაძის საკითხთან დაკავშირებით ხდება. ეს მთელი საზოგადოებისთვის მტკივნეულია. ჩვენ გვწამს, რომ ყველა უხერხულობა, რაც ამ საქმეს ახლავს თავს, გამომჟღავნდება. დღეს ჩემი განცხადების შემდეგ ჟურნალისტებმა და გარკვეულმა პირებმა შეფასება გააკეთეს. მე ვთქვი და გავიმეორებ, რომ ეკლესია არასოდეს არ იყო და არც ახლა არის წინააღმდეგი, რომ მოხდეს შეწყალება. მე მქონდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტი იყო მზად შეეწყალებინა დეკანოზი მამალაძე.

როდესაც ჟურნალისტებმა მკითხეს, ამ გადაწყვეტილების მიღებაში პრეზიდენტს რამ შეუშალა ხელი, გამოვთქვი ვარაუდი, რომ ხელისუფლებამ. ჩემი აზრით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხელისუფლება წინააღმდეგი იყო შეწყალების. სასამართლო გრძელდება და შეიძლება იყო გარემოება, რომელმაც პრეზიდენტს ხელი შეუშალა ამ გადაწყვეტილების მიღებაში.

დღევანდელი ჩემი განცხადების შემდეგ ისეთი კომენტარები გაკეთდა, რომ თავად მარგველაშვილს დავურეკე ჩემი ინფორმაციის გადასამოწმებლად. რომელმაც ჩემი ინფორმაცია დაადასტურა. მან განმიმარტა, რომ აპირებდა დეკანოზის შეწყალებას, თუმცა დაელოდა რეკომენდაციას შეწყალების კომისიიდან და რეკომენდაცია არ იყო დადებითი. მოვლენის სირთულიდან და საკითხის ბუნდოვანებიდან გამომდინარე, პრეზიდენტმა გაითვალისწინა კომისიის რეკომენდაცია“, – განაცხადა მეუფე დანელიამ “ტვ პირველთან“ საუბარში.

banner
წინა სტატიაშიბაღების და სკოლების კვების ობიექტებსა და სოციალურ სასადილოებში სურსათის უვნებლობის ნაწილში დარღვევაზე ჯარიმა უნდა გახუთმაგდეს
შემდეგი სტატიაბრიტანეთის პრემიერი ევროკავშირის ლიდერებს ცალ-ცალკე შეხვდება