ბრიტანეთის პარალმენტმა ხისტ “ბრექსიტს” ხმა არ მისცა

ბრიტანეთის პარლამენტის დეპუტატებმა 13 მარტს ხისტი “ბრექსიტის” წინააღმდეგ მისცა ხმა. ამ კენჭისყრას იურიდიული ძალა არა აქვს, თუმცა, ბრიტანეთის მთავრობისთვის მნიშვნელოვანი სიგნალია – “დოიჩე ველე” წერს.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ ცხადად მიუთითა იმაზე, რომ ის მოწესრიგებული “ბრექსიტის” მომხრეა.

გუშინ გავრცელდა, რომ ბრიტანეთის პარლამენტმა 12 მარტს ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შესახებ შეთანხმება არ მიიღო. დოკუმენტს მხარი 242-მა დეპუტატმა დაუჭირა, 391 კი წინააღმდეგ წავიდა.
ადრე ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბორის ჯონსონმა თქვა, რომ ბრიუსელთან შეუთანხმებლად გასვლა “საკუთარი თავისთვის პატივისცემის ერთადერთი უსაფრთხო გზაა”.
“ბრექსიტი” 29 მარტს უნდა დაიწყოს.

banner
წინა სტატიაშიგალში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას ცხედარი თბილისში, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადმოასვენეს
შემდეგი სტატიამანაფორტს განაჩენის გამოცხადების შემდეგ ახალი ბრალდება წაუყენეს