მანაფორტს განაჩენის გამოცხადების შემდეგ ახალი ბრალდება წაუყენეს

მანჰეტენის სამხარეო პროკურატურამ დონალდ ტრამპის შტაბის ექს-ხელმძღვანელს პოლ მანაფორტს მას შემდეგ, რაც დღეს ვაშინგტონში 73 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, ახალი ბრალი წაუყენა. მას ბრალად ედება იპოთეკასთან დაკავშირებული თაღლითობა, ჩანაწერების გაყალბება და შეთქმულება. ბრალდება სულ 16 პუნქტისგან შედგება.

მანამდე გავრცელდა, რომ დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის ყოფილ ხელმძღვანელს პოლ მანაფორტს 43 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს გამოძიების ფარგლებში, რომელიც აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევას ეხებოდა. ადრე, ფინანსური დანაშაულისთვის, მან უკვე მიიღო სამი წელი და 11 თვე ციხე. ამდაგვარად, საერთო ჯამში მანაფორტი ციხეში 7 წელს და ხუთ თვეს გაატარებს. კოლუმბიის სასამართლომ მას 6,1 მილიონი დოლარი ჯარიმის გადახდაც დააკისრა.
პოლიტტექნოლოგს უკრაინაში პრორუსული ძალების ლობირებაში დასდეს ბრალი – ტრამპთან თანამშრომლობამდე ის ვიქტორ იანუკოვიჩთან მუშაობდა, რომელიც მაშინ უკრაინის პრეზიდენტი იყო. მანაფორტს 10 წელი ემუქრებოდა, მაგრამ მან ბრალი აღიარა და გამოძიებასთან ითანამშრომლა – “ბიბისი” წერს. გარდა ამისა, მანაფორტს ბრალი ედებოდა გამოძიებისთვის არასწორი ჩვენების მიცემაში, გადასახადების დამალვასა და სხვა.

banner
წინა სტატიაშიბრიტანეთის პარალმენტმა ხისტ “ბრექსიტს” ხმა არ მისცა
შემდეგი სტატიასახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტში საუბარია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებაზე