ბრიტანეთი ევროკავშირიდან გასვლის პროცესს მიმდინარე წელს არ დაიწყებს

ბრიტანეთი ევროკავშირიდან გასვლის პროცესს მიმდინარე წელს არ დაიწყებს

9ბრიტანეთი მიმდინარე წელს არ გაააქტიურებს ლისაბონის ხელშეკრულების 50-ე მუხლს, რომელიც ოფიციალურად ევროკავშირიდან გასვლის პროცედურის დაწყებას ნიშნავს – ამის შესახებ უმაღლეს სასამართლოში ჯეისონ კოპელმა განაცხადა.
ადრე ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ უკვე განაცხადა, რომ 50-ე მუხლი მიმდინარე წელს არ მოვა მოქმედებაში.

ევროკავშირს ლისაბონის 50-ე მუხლი არსებობის მანძილზე არასდროს გამოუყენებია.
“”ბრექსიტის” მომხრეები და ევროკავშირის ლიდერები გაერთიანებიდან გასვლის ფორმალური მხარეების მოგვარების დაუყოვნებლივი დაწყების მომხრე არიან.
ევროკავშირის წარმომადგენლებმა უკვე განაცხადეს, რომ ბრიტანეთის გაერთიანებიდან გასვლის თაობაზე არანაირი მოლაპარაკებები არ დაიწყება 50-ე მუხლის გააქტიურებამდე.

შეგახსენებთ, რომ გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გასვლის შესახებ რეფერენდუმი ქვეყანაში 23 ივნისს ჩატარდა, სადაც ქვეყნის მოსახლეობის უმეტესმა ნაწილმა ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლას მისცა ხმა.

banner
წინა სტატიაშითურქეთმა აშშ-ს ფეტხულა გიულენის ექსტრადაციის შესახებ დოკუმენტები გაუგზავნა
შემდეგი სტატიადღეს თამაზ ნადარეიშვილის დაბადების დღეა