“ინიციატივას მხარს უჭერდა ხელისუფლება, ოპოზიცია, საპატრიარქო, ემინემიც”

http://socialnetwork.ge/ka/interview/text/politics/79-archevnebis-meore-dghes-prezidentis-sitkhvas-gadamtskhveti-pasi-eqneba

ხელისუფლებამ საკუთარი თავი გაიფორმა, როგორც შეშინებული გადამგდები, – აღნიშნული განცხადება ექსპერტმა გია ხუხაშვილმა გააკეთა. ექსპერტის თქმით, ამ ვითარებაში, კარგი კოორდინაციის შემთხვევაში ოპოზიციას შეუძლია, რომ მაჟორიტარული არჩევნებიც მოიგოს.

„პოლიტიკური რეპუტაციის ფასად, თავისივე ინიციატივა ჩააგდეს. ინიციატივა, რომელსაც მხარს უჭერდა ხელისუფლება, ოპოზიცია, დასავლეთი, საპატრიარქო, ემინემიც მხარს უჭერდა, ვიღაც ადამიანმა მითხრა. ამ ვითარებაში, ადგნენ და ვირეშმაკული გეგმა მოიფიქრეს და გამოგვიცხადეს, რომ ბერაიას გადარწმუნება ბიძინა ივანიშვილმა ვერ შეძლო, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ეცადა და ასეთი ისტორია მოუწყვეს მთელ ქვეყანას და მის პერსპექტივას, იმიტომ, რომ მთავარი სახელმწიფოებრივი ამოცანაა პოლიტიკური სივრცის გახსნა. პოლიტიკური სივრცე არ გაიხსნება, ისევ უნდა დავტოვოთ ჩვენ ეს ორპოლუსიანი ნარატივი ანუ ვარ მე კეთილი ძალა და ბოროტი ძალა არის „ნაციონალური მოძრაობა“ და ვინც ჩემთან არ არის, არის მტერი ანუ „ნაციონალური მოძრაობა“. ამ სქემით უნდათ ისევ ფონს გასვლა. სხვა არანაირი პოზიტიური დღის წესრიგი მათ არ აქვთ. აღარც რეპუტაციაზე და არაფერზე არ ფიქრობენ, აქვთ ეტყობა პანიკური შიში ძალაუფლების დაკარგვის და ნებისმიერ რაღაცაზე წამსვლელები არიან“, – განმარტა გია ხუხაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“ბრიყვი ხარ გახარია, ჯობია გაჩუმდე” – უგულავა გიორგი გახარიას
შემდეგი სტატიაგახარიამ უმანკო სისხლი დაღვარა რუსთაველზე, ენას კბილი დააჭიროს – მელია