Brexit-ის შეჩერების მოთხოვნით პეტიციამ მილიონზე მეტი ხელმოწერა დააგროვა

Brexit-ის შეჩერების მოთხოვნით პეტიციამ, რომელიც ბრიტანეთის სამთავრობო საიტზეა გამოქვეყნებული, მილიონზე მეტი ხელმოწერა დააგროვა – რამდენიმე საათის წინ მას მილინზე მეტი ადამიანი შეუერთდა. დღეს ვებ-გვერდი ხარვეზებით მუშაობდა ასობით ათასი ვიზიტორის გამო, რომელთაც ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლა არ სურთ.

“მთავრობა მუდმივად იმას ამბობს, რომ Brexit-ი ხალხის ნებაა” – პეტიციის ორგანიზატორი წერს. “ჩვენ უნდა შევაჩეროთ ეს განცხადება და ვაჩვენოთ, როგორი ძლიერია ჩვენი ევროკავშირში დარჩენის სურვილი” – წერია პეტიციაში.
დღესვე, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ დეპუტატებს “ბრექსიტის” პროცედურების შეფერხებაში დასდო ბრალი. პროცესი, რომელიც 29 მარტს უნდა დაწყებულიყო, სავარაუდოდ, რამდენიმე თვით გადაიწევს.

banner
წინა სტატიაში“თაიმერი” კიევის ნაცვლად შიდა სტანდარტად კიივს დაამკვიდრებს
შემდეგი სტატიასკანდალი-ვინ აიძულებდა აფხაზეთის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარეს გია ბარამიას გადადგომას