სკანდალი-ვინ აიძულებდა აფხაზეთის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარეს გია ბარამიას გადადგომას

დღეს წავიკითხე პაატა ზაქარეიშვილის განცხადება იმის შესახებ, რომ “ქართული ოცნება” პარტიიდან რეჟიმად იქცა და გადასულია თავის დაცვაზეო.

არ მინდა ვინმემ “ქართული ოცნების” დამცველად ჩამთვალოს, მაგრამ პაატა ზაქარეიშვილი იყო ადამიანი, რომელიც ხელისუფლებაში და “ქართულ ოცნებაში” ყოფნის დროს პირდაპირ აიძულებდა თანამდებობის პირებს პოსტის დატოვებას. ერთ-ერთი ამის მაგალითია აფხაზეთის ავტონომიური მთავრობის თავმჯდომარის გია ბარამიას გადადგომა, რომელიც თანამდებობიდან 2013 წელს სწორედ პაატა ზაქარეიშვილის დაჟინებული მოთხოვნით წავიდა. ზაქარეიშვილი ბარამიას ბიძინა ივანიშვილის და “ქართული ოცნების” სახელით ესაუბრებოდა.

მახსოვს, ჟენევაში დაგეგმილი იყო მორიგი შეხვედრა, რომელშიც აფხაზეთის ავტონომიური მთავრობის თავმჯდომარე მონაწილეობს და პაატა ზაქარეიშვილი იყო ადამიანი, რომელიც გია ბარამიას ეუბნებოდა, რომ არ უნდა წასულიყო და ემუქრებოდა პირდაპირ, რომ თუ ის არ გადადგებოდა თანამდებობიდან, შეექმნებოდა პრობლემები, მან აიძულა ბარამია პოსტიდან წასულიყო.

ბარამიასთან ბინაში იყო მისული, ბილეთის გაუქმებისთვის ფულს სთავაზობდა, ოღონდ არ წახვიდეო! რატომ?! რისთვის?! ფორმა არ არსებობდა ცივილური?!

სანაცვლოდ, ზაქარეიშვილი ბარამიას დიპლომატიურ სამსახურში დასაქმებას პირდებოდა, რაც რა თქმა უნდა, ტყუილი აღმოჩნდა.

პაატა ზაქარეიშვილის სახელს უკავშირდება აფხაზეთთან არსებული მინიმალური კავშირების გაწყვეტაც, მოლაპარაკებების არასწორი წარმართვა, თითქოს მისი “კომპეტენციებით” საკითხების მოგვარებამ მიგვიყვანა იქამდე, რომ დღეს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობის წარმომადგენლებს ჩუმი ურთიერთობის სურვილიც კი არ აქვთ! ბატონო პაატა, თქვენ მაშინ თქვენი წარმატებებისთვის გამოიყენეთ ბიძინა ივანიშვილის შესაძლებლობები და დღეს კი გვერდიდან ქილიკებთ! თავად დანერგეთ და გააგრძელეთ ყველაფერი, რასაც “ებრძოდით”. სწორედ თქვენ და თქვენნაირები ხართ ავტორები ამ ყველაფრის, რა პირობებიც და რა განწყობებიც დღეს არსებობს! ჩუუუ, ბატონო პაატა! ასე აჯობებს!-წერს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის ყოფილი მრჩეველი, ჟურნალისტი რაულ ქირია

banner
წინა სტატიაშიBrexit-ის შეჩერების მოთხოვნით პეტიციამ მილიონზე მეტი ხელმოწერა დააგროვა
შემდეგი სტატია“პორშე” 25 ათას თანამშრომელს ხელფასთან ერთად პრემიის სახით 9700 ევროს დაურიცხავს