ბრეგაძე – „ქართული ოცნების“ ხელისუფლება დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე წარმატებულია ევროინტეგრაციის მიმართულებით

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე წარმატებული ევროინტეგრაციის მიმართულებით. ამის თქმა არ მომერიდება, რადგან ფაქტებით ვსაუბრობთ, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა რეკომენდაცია დროულად იქნება შესრულებული.

„რაიმე ხელშესახები პროგრესი თუ იქნა მიღწეული, ეს იყო „ქართული ოცნების“ პერიოდში. გაგვიხარდება კანდიდატის სტატუსის მოღება და შემდგომ ევროკავშირის წევრობა ქართველ ხალხთან ერთად. საკითხი როცა ეხება ევროინტეგრაციას, მგონი, ყველანი ხედავთ, რომ საქართველო ნებისმიერ საკითხზე მოკლე პერიოდში ჭრის დიდ პრობლემებს. გამომდინარე ტემპებიდან, რაც ყველა უწყებას აქვს – საგარეოს, ჩვენს უწყებას, შსს-ს, ბევრ სხვადასხვა უწყებას და რა თქმა უნდა, პარლამენტს. მჯერა, საჭირო ვადაში იქნება შესრულებული ყველა პუნქტი“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი – საქართველოს ყაზახეთთან აქვს მჭიდრო სტრატეგიული თანამშრომლობა, მეგობრობა, რომელიც გამყარებულია ორ მთავრობის შორის არსებული მჭიდრო ურთიერთობით
შემდეგი სტატიავაშაძე – შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს სააკაშვილის გათავისუფლება ასევე შეწყალების მექანიზმით